• breastcer@gmail.com
  • 032 2 90 77 33 / +995 551 511177

ჩვენს შესახებ

shape

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,

უპირველეს ყოვლისა, გამოვხატავთ ღრმა პტივისცემას თქვენს მიმართ კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ სახელით. ჩვენ ვართ „პაციენტები პაციენტებისთვის“, „ევროპა დონა საქართველოს“ სამუშაო ჯგუფის წევრები, ის ქალბატონები, რომელთაც თავი დააღწიეს ამ საშინელ სენს ან ამ ეტაპზეც გადიან მკურნალობას.

მოგეხსენებათ, ძალიან გაახალგაზრდავდა ჩვენი დაავადება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩატარდეს ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლება ამ საკითხის შესახებ, რაც შეიძლება ხშირად დავაფიქროთ საზოგადოება, რათა დროულად მიმართონ ექიმს, დროზე აღმოჩენილი პრობლემა ხომ გაცილებით მარტივად მოგვარებადია.

EUROPA DONNA წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საადვოკატო ორგანიზაციას და ახორციელებს პროექტებსა და პროგრამებს სამ ძირითად სფეროში:
ინფორმირება, განათლება და ლობირება.
იგი დაარსდა 1994 წელს. ორგანიზაციას მართავს ქალთა აღმასრულებელი საბჭო, რომელსაც ირჩევენ მისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. კოალიციის სათაო ოფისი მდებარეობს მილანში, იტალიაში.
EUROPA DONNA- ს მიზანი:
1. ხელი შეუწყოს ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმაციის გაცვლას.
2. ხელი შეუწყოს ძუძუს კიბოს ცნობადობის გაზრდას.
3. ხაზი გავუსვას სკრინინგის და ადრეული გამოვლენის აუცილებლობას.
4. ოპტიმალური მკურნალობის უზრუნველსაყოფად კამპანიის განხორციელება.
5. უზრუნველყოს დამატებითი მოვლა, გარდა მკურნალობისა, მკურნალობის დაწყებიდან და შემდეგ.
6. უზრუნველყოს სპეციალისტების ტრენირება ადვოკატირებისთვის.
7. ჰქონდეს სამუშაო პრაქტიკა და ხელი შეუწყონ მის განვითარებას
8. მოითხოვოს სამედიცინო აღჭურვილობის ხარისხის რეგულარული შეფასება
9. უზრუნველყოს პაციენტთან სწორი კომუნიკაცია, რომ ყველა ქალმა გააცნობიეროს სრულად მკურნალობის ნებისმიერი შემოთავაზებული ვარიანტი, იცოდეს საკუთარი უფლებები კვლევებში მონაწილეობისა და მასზე უარის თქმის შესახებ.
10. ორგანიზაციამ ხელი უნდა შეუწყოს ძუძუს კიბოს კვლევის წინსვლას
„ევროპა დონა ჯორჯია“ 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში 25 წლის წინ დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”-ს, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ჩვენი ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის აღნიშნული სენით დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს“ წევრები როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია.

"ევროპა დონა" ევროპელ ქალბატონს ნიშნავს და ვცდილობთ ევროპული ფასეულობები დავამკვიდროთ საქართველოში, ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომახურების ხელმისაწვდომობა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა.

ძუძუს კიბო განაჩენი არ უნდა იყოს! ერთად დავდგეთ სიცოცხლის სადარაჯოზე!

shape