• breastcer@gmail.com
  • 032 2 90 77 33 / +995 551 511177

მითები

shape

მართალი მითები ძუძუს კიბოს შესახებ

ძუძუს კიბო უმეტესწილად გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული
რეალობა: ძუძუს კიბოს შემთხვევათა მხოლოდ 5-10% არის განპირობებული BRCA1 და BRCA2 გენების დეფექტით, აღნიშნული დეფექტი მემკვიდრეობით გადადის შთამომავლობაზე, თუმცა მემკვიდრულ წინასწარგანწყობასთან ერთად მხედველობაში მისაღებია ასევე გარემო ფაქტორები და ცხოვრების წესი.
 

ძუძუს კიბოს განვითარების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად
რეალობა: ძუძუს კიბოს შემთხვევათა 50% 60 წლის ასაკის ზემოთ ქალებზე მოდის. გამოკვლეულია, რომ 20 წლის ასაკში 10.000-დან მხოლოდ 5 ქალია კიბოს განვითარების რისკის ქვეშ შემდგომი 10 წლის განმავლობაში, 40 წლის ასაკში 100-დან ერთი ქალი, ხოლო 60 წლის ასაკის ზემოთ 28-დან 1 ქალი.

ძუძუს კიბო შეიძლება დაიწყოს 6-10 წლით ადრე, ვიდრე მამოგრაფიით მოხდება მისი აღმოჩენა.
რეალობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სკრინინგი ჩატარდეს გარკვეული პერიოდულობით, განსაკუთრებით 40 წელზე მეტი ასაკის ქალებში
ძუძუს კიბოს დროს ყოველთვის ისინჯება კვანძი
პაციენტების მხოლოდ 10% არ აღნიშნავს ძუძუში კვანძს, კისტას, ტკივილს ან სხვა ნიშნებს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი თვითგასინჯვა და სპეციალისტთან რეგულარული ვიზიტები.

მამოგრაფიით შესაძლებელია ძუძუს კიბოს პრევენცია ან რისკის შემცირება.
რეალობა: რეგულარული მამოგრაფიით შესაძლებელია მკერდში სტრუქტურული ცვლილებების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა. მაღალხარისხიანი მამოგრაფია და მკერდის გასინჯვა ადრეულ ეტაპზე ნეოპლაზმის აღმოჩენის ყველაზე ეფექტური მეთოდებია.

კონტრაცეპტივები ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.
რეალობა: ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ რისკი დამოკიდებულია ეთნიკურ წარმომავლობასა და ასაკზე. მაგალითად: აფრო-ამერიკელ ქალებს და ქალებს 45 წლის ასაკის ზემოთ, რომლებიც იღებენ კონტრაცეპტივებს ძუძუს კიბოს განვითარების მცირედ მომატებული რისკი გააჩნიათ.

ძუძუს კიბო უმეტესად ქალების დაავადებაა.
რეალობა: ძუძუს კიბო მეტად გავრცელებულია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველწლიურად დაახლოვებით 2000 მამაკაცი დიაგნოსტირდება მკერდის სიმსივნით და ამ რაოდენობიდან დაახლოვებით 400 კვდება.

ძუძუთი კვება ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.
რეალობა: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს 2 წელი. ძუძუთი კვება ძუძუს კიბოს განვითარების რისკს ამცირებს 12%-ით
მშობიარობის არ ქონა ან გვიანი მშობიარობა ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს
რეალობა: კვლევებმა აჩვენა, რომ ძუძუს კიბოს განვითარების რისკი გაზრდილია იმ ქალებში, რომელთაც არ უმშობიარიათ ან იმშობიარეს გვიან ასაკში.

ძუძუს კიბოთი განპირობებული სიკვდილობა შემცირებულია.
რეალობა: ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილობა მცირედ შემცირდა 1930 წლიდან 1990 წლამდე შუალედში, თუმცა 1990 წლიდან 2005 წლის შუალედში შემცირდა 27%-ით

ძუძუს იმპლანტები არ იწვევს ძუძუს კიბოს რისკის მატებას.
რეალობა: მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ლიტერატურაში მითითებულია ურთიერთკავშირი ძუძუს იმპლანტების გამოყენებასა და ძუძუს კიბოს განვითარების მომატებულ რისკს შორის, ამის არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს. საჭიროა შემდგომი დამატებითი კვლევების ჩატარება.

sources:
http://www.breastcancerdeadline2020.org
http://www.aarp.org
http://www.nationalbreastcancer.org/

შვიდი ცრუ მითი ძუძუს კიბოს შესახებ

1. ძუძუს კიბო შეიძლება დამემართოს მხოლოდ მაშინ, თუ ოჯახური ანამნეზი აღმენიშნება. 

არ შეესაბამება რეალობას.

რეალობა:

ძუძუს კიბოს შემთხვევათა მხოლოდ 5-10% არის განპირობებული BRCA1 და BRCA2 გენების დეფექტით, აღნიშნული დეფექტი მემკვიდრეობით გადადის შთამომავლობაზე. შემთხვევათა დანარჩენი 90% განპირობებულია გარემო ფაქტორებით და ცხოვრების წესით. თუ თქვენი ოჯახის წევრს აქვს/ჰქონდა ძუძუს კიბო, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენც აუცილებლად განგივითარდებათ იგივე დაავადება. ხშირად ერთი და იგივე ოჯახის წევრებს აქვთ ძუძუს კიბო, მაგრამ ეს განპირობებულია არა გენეტიკური ფაქტორებით, არამედ იმით, რომ ისინი ცხოვრობენ მსგავს გარემოში და აქვთ მსგავსი ცხოვრების წესი, გააჩნიათ განვითარების მსგავსი რისკის ფაქტორები. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ცხოვრების წესი და შეამციროთ რისკის ფაქტორები

2. მენოპაუზის ასაკის ქალებისთვის არ არის აუცილებელი მამოგრაფიის ჩატარება.

არ შეესაბამება რეალობას. 

ასაკის მატებასთან ერთად ძუძუს კიბოს განვითარების რისკი იზრდება. ძუძუს კიბოს 3-დან 2 შემთხვევა მოდის 55 წლის ზემოთ ასაკის ქალებზე, ამიტომ რეკომენდებულია მამოგრაფიის რეგულარული ჩატარება

3. კაცები არ ავადდებიან ძუძუს კიბოთი.

არ შეესაბამება რეალობას

ყოველწლიურად 2000 -ზე მეტ კაცს ესმება ძუძუს კიბოს დიაგნოზი. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ქალებში ძუძუს კიბო ვითარდება 100-ჯერ უფრო ხშირად ვიდრე მამაკაცებში. თუ მამაკაცმა, მკერდის მიდამოში შეამჩნია შეშუპება ან სხვა ცვლილებები დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სპეციალისტს.

4. მე ვერაფრით ვერ შევამცირებ ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.

არ შეესაბამება რეალობას.

ძუძუს კიბოს შემთხვევათა 90% განპირობებულია გარემოს ფაქტორებით და ცხოვრების არაჯანსაღი წესით. ისეთი რისკის ფაქტორები, როგორიცაა სქესი და ოჯახური ანამნეზი, ვერ შეიცვლება. თუმცა ისეთი რისკის ფაქტორები, როგორიცაა არაჯანსაღი კვება, ჭარბი წონა ან სიმსუქნე, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოხმარება შეიძლება შევცვალოთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს

5. აზღუდის ტარება იწვევს ძუძუს კიბოს განვითარებას.

არ შეესაბამება რეალობას.

არსებობდა გარკვეული მოსაზრება იმის შესახებ, რომ აზღუდი, რომელიც აწვება ლიმფურ სისტემას მკერდის მიდამოში, იწვევდა ტოქსინების დაგროვებას და ზრდიდა ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. თუმცა 2014 წელს ჩატარებული კვლევით არ დამტკიცდა ურთიერკავშირი აზღუდის ტარებასა და ძუძუს კიბოს მომატებულ რისკს შორის.

6. მამოგრაფია ახდენს ძუძუს კიბოს პრევენციას.

არ შეესაბამება რეალობას.

მამოგრაფია აუცილებელია რეგულარულად ჩაიტარონ ქალებმა 40 წლის ასაკის ზემოთ. იგი ხელს უწყობს კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას, თუმცა არ ახდენს ძუძუს კიბოს პრევენციას. კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა განკურნების მაღალ შანსს იძლევა.

7. ქალებს ჭარბი წონით ან სიმსუქნით კიბოს განვითარების იგივე რისკი აქვთ, როგორც ქალებს ნორმალური წონით.

არ შეესაბამება რეალობას.

ქალებს ჭარბი წონით ან სიმსუქნით ძუძუს კიბოს განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე ქალებს ნორმალური წონით. განსაკუთრებით ეს ფაქტი საყურადღებოა ქალებისთვის მენოპაუზის ასაკში. ეს აიხსნება იმ ფაქტით, რომ ძუძუს კიბოს განვითარების რისკზე გავლენას ახდენს ორგანიზმში ესტროგენების რაოდენობა. ჭარბი წონის ან სიმსუქნის დროს კი ესტროგენების გამომუშავება მატულობს, ეს კი იწვევს ძუძუს კიბოს განვითარების რისკის მატებას. ჭარბწონიან და მსუქან ქალებში ძუძუს კიბოს რეციდივის განვითარების უფრო მაღალი რისკია, ვიდრე ნორმალური წონის ქალებში.

sources:

http://www.cancer.org http://www.breastcancer.org http://www.breasthealth.org http://www.webmd.com

ალტერნატიული თერაპია, მითი თუ რეალობა

კომპლიმენტარულ და ალტერნატიულ თერაპიად მოიხსენებენ იმ სამედიცინო პროდუქტებს და სამედიცინო პრაქტიკას, რომელიც არ წარმოადგენს ტრადიციული მედიცინის ნაწილს. კომპლიმენტარული თერაპია განსხვავდება ალტერნატიული თერაპიისგან. კომპლიმენტარული მედიცინის დროს ტრადიციული, სტანდარტული თერაპიის პარალელურად გამოიყენება არატრადიციული საშუალებები. მაგალითად ონკოლოგიაში, ქირურგიულ, სხივურ და ქიმიოთერაპიას ემატება არატრადიციული საშუალება, რომელიც სიმპტომებს ამსუბუქებს. ალტერნატიული თეარპიის დროს, სტანდარტული მედიცინის საშუალებების ნაცვლად გამოიყენება მხოლოდ ალტერნატიული მედიცინის პროდუქტები და პრაქტიკა, რომელსაც, როგორც წესი არ აქვს დამტკიცებული სამეცნიერო საფუძველი და მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადასტურებული კლინიკური კვლევებით. სამედიცინო სამყარო თანხმდება იმაზე, რომ კომპლიმენტარული და ალტერნატიუთი თერაპია აუცილებლად შესწავლილი და შეფასებული უნდა იყოს კლინიკური კვლევებით, ისევე, როგორც ფასდება სტანდარტული ონკოლოგიური მკურნალობა. ალტერნატიული და კომპლიმენტარული თერაპია მოიცავს უამრავ „ნატურალურ“ პროდუქტს. გავრცელებულია აზრი, რომ რადგან პროდუქტი „ნატურალურია“ ის აუცილებლად უსაფრთხოა, თუმცა აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. ნატურალური პროდუქტი არაეფექტურობასთან ერთად შეიძლება საშიში იყოს პაციენტისთვის. როდესაც იგი გამოიყენება ტრადიციულ მედიცინასთან ერთად შესაძლებელია შეამციროს ან პირიქით გააძლიეროს ფარმაცევტული პროდუქტის მოქმედება და იმოქმედოს ნახევარგამოყოფის პერიოდზე. ფიტოთერაპიულმა დანამატებმა შესაძლებელია ღვიძლის სერიოზული დაზიანებაც გამოიწვიოს. ონკოლოგიურმა პაციენტმა, თუ ის გადაწყვეტს გამოიყენოს ალტერნატიული მედიცინის რომელიმე პროდუქტი ან სერვისი აუცილებლად საქმის კურსში უნდა ჩააყენოს მკურნალი ექიმი, აუცილებელია პაციენტმა იცოდეს, რომ არ არსებობს მაგიური აბები, ფხვნილები, თესლები და ა.შ. ტრადიციული მედიცინის წარმომადგენლები ალტერნატიული პროდუქტის ან სერვისის გამოყენებას არ უწევენ რეკომენდაციას, ვინაიდან აღნიშნული პრაქტიკა არ არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული. ისინი არ შესწავლილა მრავალცენტრულ კლინიკურ კვლევებში და შესაბამისად არ აქვთ დამტკიცებული ეფექტურობის და უსაფრთხოების პროფილი. მეტიც ხშირად შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიშიც კი იყოს. „ბევრი პაციენტი ვერ ათვიცნობიერებს, რომ მცენარეული პროდუქტები და დანამატები ურთიერთმოქმედებს ქიმიოთერაპიურ პრეპარატებთან, რაც სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება იყოს“ - ამბობს სტივენ ნოველა, იელის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორი მიუხედავად ამისა, ხშირად პაციენტები არ ეუბნებიან მკურნალ ექიმს, რომ ისინი იღებენ ალტერნატიული მედიცინის პროდუქტებს თუ სერვისებს.

sources:

http://www.consumer.ftc.gov
http://www.cancer.org/
http://www.medscape.com/

shape