ძუძუს კიბოს გამომწვევი მიზეზები

 ძუძუს კიბოს დიაგნოზი დამთრგუნველია და რთულად მისაღებია პაციენტისთვის. დღეისათვის, დაავადების გამომწვევი მიზეზები სრულად არ არის გამოვლენილი და შესაბამისად, ძნელია იმის ახსნა რატომ ემართება იგი ერთ ადამიანს და მეორეს არა.  
დაავადების ზოგიერთმა ასპექტმა, რომელიც ცნობილია როგორც რისკ-ფაქტორი, შესაძლებელია მართლაც მოახდინოს გავლენა  ძუძუს კიბოს განვითარებაზე  ან არა, რადგან შეიძლება ისინი არ იყვნენ პირდაპირ დაკავშირებული დაავადებასთან. ამის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მივიღოთ სტატიაში „რისკ ფაქტორები და დამცველობითი ფაქტორები“

 ჩვენ ვებრძვით გენებს?

 გენებს, რომლებიც აჩქარებენ უჯრედების დაყოფას უწოდებენ ონკოგენებს. პროტო-ონკოგენები არიან გენები, რომლებიც ხელს უწყობენ უჯრედების ნორმალურ ზრდას. როდესაც პროტო-ონკოგენები განიცდიან მუტაციებს (ცვლილებებს), ისინი გარდაიქმნებიან პათოლოგიურ გენებად. როდესაც ეს უკანასკნელი ხდება, სახეზეა უჯრედების არაკონტროლირებადი ზრდა, რაც იწვევს კიდეც კიბოს განვითარებას. ამ პათოლოგიურ გენს ეწოდება ონკოგენი. ონკოგენი შეიძლება შევადაროთ ამაჩქარებელ პედალს, რომელიც იყო დათრგუნული და მოულოდნელად გააქტიურდა, რასაც მოყვება  უჯრედების  არაკონტროლირებული ზრდა და გამრავლება. სიმსივნის სუპრესორული გენები არიან ნორმალური გენები, რომლებიც აქვეითებენ უჯრედების დაყოფას, ისინი ასწორებენ დნმ-ის შეცდომებს, ან კარნახობენ უჯრედებს როდის უნდა დაიღუპონ (პროცესს ეწოდება აპოპტოზი ან უჯრედების პროგრამული სიკვდილი). როდესაც სიმსივნის სუპრესორული გენები ვერ მუშაობენ სათანადოდ, უჯრედების დაყოფა შეიძლება მოხდეს არაკონტროლირებულად, რაც იწვევს კიდევაც კიბოს განვითარებას. სიმსივნის სუპრესორული გენი ჰგავს მანქანის მუხრუჭს. ნორმალურ პირობებში იგი პრევენციას უკეთებს უჯრედებს, რომ არ განიცადონ  ძალიან სწრაფი დაყოფა, როგორც მუხრუჭი ეწინააღმდეგება მანქანის სწრაფ მოძრაობას. როდესაც გენის გარკვეული ცვლილება  ხდება, უჯრედი განიცდის ცვლილებებს მუტაციების სახით და მისი დაყოფა ხდება არა-კონტროლირებადი. დნმ-ის გარკვეულმა ცვლილებებმა (მუტაციები), რომლებიც ონკოგენების აქტივაციას იწვევენ ან თრგუნავენ სიმსივნის სუპრესორულ გენებს,  შეიძლება გამოიწვიონ სარძევე ჯირკვლის ნორმალური უჯრედების ტრანსფორმაცია ონკოგენურ უჯრედებად.  

 თანდაყოლილი გენური მუტაციები

სარძევე ჯირკვლის ნორმალური უჯრედები შეიძლება გახდეს ონკოგენური მისი შემადგენელი დნმ-ის მუტაციების გამო. დნმ-ის ზოგიერთი მუტაციები შეიძლება იყოს თანდაყოლილი. ეს ნიშნავს რომ, აღნიშნული მუტაციები შეიძლება არსებობდეს ორგანიზმის ყველა უჯრედში და შემდეგში შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს სიმსივნის განვითარების რისკი. სხვა შემთხვევაში, ეს ცვლილებები  შეიძლება განვითარდეს ქალის სიცოცხლის მანძილზე, ანუ იყოს შეძენილი.

 
BRCA გენები (BRCA1 და BRCA2) არიან სიმსივნის სუპრესორული გენები. ერთ-ერთი ამ გენის მუტაცია შეიძლება იყოს თანდაყოლილი, მემკვიდრეობითი. როდესაც გენი განიცდის ცვლილებას იგი წყვეტს ნორმალურ განვითარებას და დიდი ალბათობით ადგილი აქვს კიბოს განვითარებას. დღეისათვის ბევრი ქალისთვის საინტერესო და გარკვეული სარგებლის მომცემია სარძევე ჯირკვლის განვითარებაში გენეტიკური საფუძვლების შესახებ ცოდნის შეძენა. გენეტიკური კვლევებით შეიძლება დადგინდეს რომ ზოგ ქალს შეიძლება ჰქონდეს BRCA1 ან BRCA2 სიმსივნის სუპრესორული გენის თანდაყოლილი მუტაციები (შედარებით იშვიათია ისეთი გენების მუტაციებიც, როგორიცაა PTEN ან TP53). გამომდინარე აქედან, ამ მუტაციების მატარებელმა ქალებმა შეიძლება გაითვალისწინონ რეკომენდაციები ძუძუს კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად და მჭიდრო მონიტორინგი აწარმოონ კიბოს ადრეული გამოვლენის მიზნით. სიმსივნის სუპრესორულ გენებს, როგორიცაა  BRCA გენები, მიჩნეულია, რომ აქვთ „მუტაციების მაღალი პენეტრაცია“ და ამიტომ ისინი ხშირად იწვევენ კიბოს განვითარებას. მიუხედავად იმისა რომ   მაღალი ხარისხის მუტაციების მქონე ბევრ ქალში ხდება კიბოს განვითარება, სიმსივნეთა უმრავლესობა  არ არის გამოწვეული ამ ტიპის მუტაციებით. დაბალი პენეტრაციის მუტაციები ან გენეტიკური ვარიაციები არის კიბოს განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზი. თითოეულ მათგანს შეიძლება ჰქონდეს პატარა ინდივიდუალური გავლენა სიმსივნის განვითარებაზე, მაგრამ საერთო ჯამში მათი გავლენა მთლიან პოპულაციაზე შეიძლება იყოს საკმაოდ დიდი, რადგან ისინი ფართოდ არიან გავრცელებული და ადამიანი შეიძლება რამდენიმე სახის მუტაციას განიცდიდეს დროის ერთსა და იმავე ინტერვალში. აღნიშნულმა გენებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ჰორმონების კონცენტრაციაზე სისხლში, მეტაბოლიზმზე და სხვა ფაქტორებზე, რომლებსაც ურთიერთობა აქვს ძუძუს კიბოს რისკ ფაქტორებთან. 

 შეძენილი გენეტიკური ცვლილებები

სიმსივნის სუპრესორული ონკოგენების და/ან სხვა ფაქტორების, მაგ.: როგორიცაა რადიაცია და ქიმიური ნივთიერებები, გავლენით  გენების შეძენილმა მუტაციებმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნის განვითარება. თუმცა, შეძენილი მუტაციების უმრავლესობა, რომლებიც იწვევს ძუძუს კიბოს არ არის ცნობილი. ძუძუს კიბოს შემთხვევათა უმრავლესობაში ადგილი აქვს მრავლობით შეძენილ გენურ მუტაციებს. შეძენილ გენურ მუტაციებზე ტესტირება შეიძლება დაეხმაროს ექიმებს უფრო ზუსტად და აკურატულად განსაზღვრონ ძუძუს კიბოს პროგნოზი. მაგ.: ტესტით შეიძლება განისაზღვროს იმ ტიპის კიბო, რომელსაც აქვს HER2 გენის ჰიპერექსპრესია. ამ ტიპის კიბოს აქვს უფრო აგრესიული მიმდინარეობა. ამავე დროს, არსებობს პრეპარატები, რომლებიც დამიზნებით მოქმედებენ აღნიშნული ტიპის სიმსივნეზე და აუმჯობესებენ მკურნალობის გამოსავალს. ძუძუს კიბოს განვითარების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. ძუძუს კიბო უფრო გავრცელებულია ქალებში, რომელთა ასაკი 50 წელზე მეტია და, რომლებიც იმყოფებიან მენოპაუზაში. ძუძუს კიბოს 10-დან 8 შემთხვევა ვითარდება 50 წელზე უფროსი ასაკის მქონე ქალებში. 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებში რეკომენდებულია ძუძუს კიბოს პერიოდული  სკრინინგი. 

 გენეტიკური ცვლილებები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სხვა კიბოს გამომწვევებზე

 უკანსკნელი კვლევის მიხედვით ძუძუს კიბოს 4 ძირითადი გენეტიკური ტიპია გამოვლენილი. ნიუ იორკ ტაიმსის მონაცემების მიხედვით, მკვლევარების მიერ დადგინდა, რომ თითოეული ამ ტიპის დროს არსებული გენეტიკური ცვლილებები თავის მხრივ იწვევენ სხვა სიმსივნეების განვითარების პროვოცირებას. ამ დროისათვის მეცნიერები ელოდებიან ახალი სამკურნალო მედიკამენტების აღმოჩენას ძუძუს კიბოს სამკურნალოდ. 

ასევე მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ შექმნან უფრო ზუსტი სამკურნალო საშუალებები კონკრეტული გენეტიკური ცვლილებების მქონე ძუძუს კიბოს სამკურნალოდ. ამ ოთხი ტიპის კიბოს კვლევისას აღმოჩნდა, რომ არის ე.წ. ინდივიდუალური სიმსივნეები, რომლებიც წარმოიქმნება მათი გენეტიკური ცვლილებების შედეგად. კვლევა ეფუძნებოდა 825 პაციენტის სხვადასხვა ტიპის  სიმსივნეების ანალიზს, და მათ შორის ძირითადი ყურადღება დაეთმო ძუძუს კიბოს შესწავლას.  აღნიშნული კვლევა ჩატარდა მხოლოდ ადრეული სტადიის კიბოს მქონე პაციენტებზე. ყველაზე აგრესიული ძუძუს კიბოს ტიპი იყო სამმაგად უარყოფითი ძუძუს კიბო (HER2-, ER-, PR-), რომელსაც ახასიათებს მაღალი სიკვდილობის მაჩვენებელი და, რომლის უჯრედებიც გავს კანისა და საოფლე ჯირკვლების ბაზალურ უჯრედებს. ეს უჯრედები ქმნიან სარძევე ჯირკვლის საყრდენ სტრუქტურას. მეცნიერების ანალიზით დადგინდა, რომ ეს ტიპი მკვეთრად განსხვავდება სხვა ტიპის ძუძუს კიბოსაგან, და უფრო მეტად ჰგავს საკვერცხისა და ფილტვის კიბოს. „დაუჯერებელია, ეხლა ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ამ სიმსივნეებს ჰქონდეთ წარმოშობის საერთო მიზეზი“, აღნიშნავს ჯეიმს ინგლი მეიოს კლინიკიდან, 384 კვლევიდან ერთ ერთი ავტორი. ორი სხვა ტიპის ძუძუს კიბო წარმოიქმნება ლუმინესცენტური უჯრედებისგან, რომლითაც ამოფენილია ძუძუს სადინრები. ამ ტიპის სიმსივნეებს ზედაპირზე აქვთ პროტეინები, რომლებიც იზიდავენ ესტროგენებს, რაც განაპირობებს კიდეც მათ ზრდას. ყველა პაციენტი, რომელთაც განვითარებაში ესტროგენები ღებულობენ მონაწილეობას, იღებენ მსგავსს მკურნალობას. გარკვეულ შემთხვევებში მას მოაქვს შედეგები, სხვა შემთხვევაში არა. გენეტიკური ანალიზის მიხედვით ეს სიმსივნეები იყოფა 2 ძირითად ტიპად. პაციენტები, რომლებსაც აღმოაჩნდათ ლუმინალური A ტიპის სიმსივნე, განიცდიან პროგრესირებას, მაშინ როდესაც ლუმინალური B ტიპის  სიმსივნეების დროს გარკვეული გაუმჯობესებაა. აღნიშნულის საფუძველზე შეიძლება დავასკვანთ, რომ პაციენტები, რომლებსაც აქვთ სიმსივნის პირველი ტიპი უფრო უკეთ პასუხობენ ჰორმონალურ თერაპიაზე, მაშინ როდესაც მეორე ლუმინალური ტიპის სიმსივნეების დროს უფრო მეტად ქიმიოთერაპიაა ეფექტური. გარკვეულ შემთხვევებში გენეტიკური ცვლილებები იმდენად არის დაკავშირებული ერთ ან სხვა ტიპის ლუმინალურ სიმსივნესთან, რომ ისინი განაპირობებენ შესაბამისი სიმსივნეების ფორმირებას. ძუძუს კიბოს მეოთხე ტიპს ახასიათებს  HER2 ექსპრესიის სიჭარბე, რომელიც მის ინტენსიურ ზრდას განაპირობებს და ასევე გამოირჩევა აგრესიულობით.