ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობა

  ყოველწლიურად მსოფლიოში დიაგნოსტირდება ძუძუს კიბოს 1.67 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა. ასევე ყოველწლიურად 500,000 ადამიანი კვდება ამ დაავადების გამო. ძუძუს კიბო შეადგენს ყველა კიბოს შემთხვევების 25%-ს. მაგრამ მიუხედავად ამ შემაშინებელი მონაცემებისა, ძუძუს კიბოს ადრეული მკურნალობისას არსებობს მორჩენის შესაძლებლობა.  როდესაც ჩვენ ვამბობთ „ადრეული“ , ვგულისხმობთ კიბოს, რომელიც მხოლოდ ძუძუთი შემოიფარგლება და არ არის „მეტასტაზირებული“ და გავრცელებული სხეულის სხვა ნაწილებზე. ძუძუს კიბოს ადრეული მკურნალობა კომპლექსური მიდგომაა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მკურნალობას  ქირურგიულ ოპერაციამდე და მის შემდეგ.

 

მკურნალობის შერჩევა

 

  ბოლო წლებში კიბოს მკურნალობა ხდება სულ უფრო პერსონალიზებული. ხშირად პაციენტს სწრაფად უტარდება კვანძის ამოკვეთის ოპერაცია და არ ეძლევა საშუალება გაეცნოს ინფორმაციას და ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღებაში. შეიძლება ჩაგიტარდეთ მკურნალობა ოპერაციის წინ და და თქვენ უნდა იყოთ აქტიური და დაინტერესდეთ ამით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქირურგის შერჩევა, რომელიც ოპერაციას გაგიკეთებთ. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და დაუკავშირდით ადგილობრივ პაციენტთა მხარდამჭერ ჯგუფებს, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებთ. მეორეს მხრივ გახსოვდეთ, რომ მკურნალობის შერჩევა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩატარებული გამოკვლევების შედეგებზე.